"რესპუბლიკური პარტიის" არც ერთი წევრი არც ერთ თანამდებობას არ ტოვებს, ჩვენ საპარლამენტო უმრავლესობას არანაირ პრობლემას არ ვუქმნით – ყველა თავის ადგილზე რჩება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა განუცხადა.
ბერძენიშვილის თქმით, პარტიის ეროვნული კომიტეტის გადაწყვეტილება მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის საკითხს ეხება.
"რესპუბლიკურმა პარტიამ" არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე იმსჯელა, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომლის თაობაზეც რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. ის, თუ რატომ არ ვამბობთ დღეს და რატომ ვიტყვით რამდენიმე დღეში, ითქმება მაშინ, როცა ითქმება ინფორმაცია. არაფერია საიდუმლო – მიღებული გვაქვს გადაწყვეტილება, მათ შორის ვადასთან დაკავშირებით, თუ როდის უნდა გამოვაცხადოთ აღნიშნული გადაწყვეტილება. ერთადერთი შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი კოალიციიდან გასვლა და სამთავრობო და საპარლამენტო თანამდებობების დატოვება არ განიხილება", - აცხადებს ლევან ბერძენიშვილი.