"ნაციონალური მოძრაობა", ვფიქრობ, საკმაოდ ინტენსიურად მუშაობს რათა არ გადაიდგას კიდევ ერთი პროგრესის ნაბიჯი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ გია ვოლსკიმ ჯოზეფ დაულის მიერ "რუსთავი 2"-ისთვის მიცემული ინტერვიუს კომენტირებისას განაცხადა.
მისივე თქმით, EPP-ის პარტიაში გაერთიანებული პოლიტიკური ხელმძღვანელები, ევროსტრუქტურების ხელმძღვანელები და თავად ტუსკი სხვა აზრის არიან საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებასთან დაკავშირებით.
"ვფიქრობ, ევროპარლამენტარები არ შეცვლიან თავის პოზიციას, მაგრამ ერთიც არის, რომ "ნაციონალური მოძრაობა", ვფიქრობ, საკმაოდ ინტენსიურად მუშაობს იმისთვის, რათა არ გადაიდგას კიდევ ერთი პროგრესის სერიოზული ნაბიჯი, როდესაც თავად არ არიან ხელისუფლებაში. თავად მათი ხელისუფლებაში მოსვლის პერსპექტივას მე ნამდვილად ნაკლებად ვხედავ", - განაცხადა გია ვოლსკიმ.