"თავისუფალი დემოკრატების" და პარტიის პოლიტსაბჭო ჩამოყალიბებულია, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად ვიყრით კენჭს, - ასე უპასუხა "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელმა დავით ონოფრიშვილმა "ინტეპრესნიუსის" შეკითხვას, რამდენად მოსალოდნელია საპარლამენტო არჩევნებისთვის "რესპუბლიკელები" და "თავისუფალი დემოკრატები" ერთ ალიანსში აღმოჩნდნენ.
დავით ონოფრიშვილის განმარტებით, "თავისუფალი დემოკრატები" არავისთან აპირებენ კოალიციაში ყოფნას.
"თუკი "რესპუბლიკელები" და კოალიციაში შემავალი სხვა სუბიექტები თვლიან, რომ უნდა დაიშალონ, ალბათ, დაიშლებიან. ყოველ შემთხვევაში, ამას
"თავისუფალი დემოკრატებისთვის"
პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ უკვე თითქმის ორი წელია, რაც აღარ ვართ კოალიციაში. ჩვენ ჩვენი პოლიტიკური გზა და პროგრამა გვაქვს, დავიწყეთ საარჩევნო კამპანია და მარტო ვაპირებთ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას", - აცხადებს დავით ონოფრიშვილი.