რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა უცხო ქვეყნების დიპლომატები გააკრიტიკა

რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა უცხო ქვეყნების დიპლომატები გააკრიტიკა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა უცხო ქვეყნების დიპლომატები გააკრიტიკა. როგორც euronews.ge წერს, ერდოღანის კრიტიკა დიპლომატების მიერ იმ 2 ჟურნალისტის სასამართლო პროცესზე დასწრებას მოჰყვა, რომელთაც ბრალი შპიონაჟში ედებათ და სამუდამო პატიმრობა ემუქრებათ.

"ვინ ხართ თქვენ? რას აკეთებთ მანდ? ეს ჩვენი ქვეყანაა, თქვენი ქვეყანა არ არის, თქვენი მისიების ფარგლებს გარეთ მოქმედებებს ნებართვა სჭირდება", - განაცხადა ერდოღანმა სატელევიზო გამოსვლაში.