"რესპუბლიკელები" კოალიციიდან გასვლასა და თანამდებობების დატოვებაზე არ მსჯელობენ

"რესპუბლიკელები" არ მსჯელობენ კოალიციიდან გასვლაზე და არც ერთი სამთავრობო თუ საპარლამენტო თანამდებობის პირი არ გეგმავს გადადგომას, - ამის შესახებ ნათქვამია დავით უსუფაშვილის განცახდებაში, რომელიც მან "ფეისბუქში" გაავრცელა.

"საკითხი ეხება მხოლოდ მომავალ არჩევნებში პარტიის მონაწილეობის ფორმატს და ამ საკითხზე პარტიის გადაწყვეტილება რამოდენიმე დღეში გახდება ცნობილი", - ნათქვამია უსუფაშვილის განცხადებაში.