ავღანეთის პარლამენტის შენობის მიმართულებით თალიბებმა ჭურვები გაუშვეს. ამის შესახებ "როიტერი" იტყობინება. გავრცელებული ცნობით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც საკანონმდებლო ორგანოში დაზვერვის მაღალჩინოსნები და შინაგან საქმეთა მინისტრი სიტყვით გამოსვლას გეგმავდნენ.
კანონმდებლების თქმით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. თუმცა, "თალიბანის" პრესსპიკერის თქმით, არის მსხვერპლი.