დონეცკის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, უკრაინელ მფრინავს 22-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.
როგორც ჟურნალისტი ალექსეი ვენედიქტოვი წერს, სავჩენკოს პატიმრობის გარდა, ფულადი ჯარიმა 30 ათასი რუბლის გადახდა დააკისრა.
იმ დროს, როდესაც დონეცკის სასამართლოს მოსამართლე უკრაინელი მფრინავის საბოლოო განაჩენს აცხადებდა, უკრაინის სახალხო დეპუტატმა, ეროვნულ გმირად აღიარებულმა ნადეჟდა სავჩენკომ სიმღერა დაიწყო.
მფრინავის ჟესტმა მოსამართლე იძულებული გახადა სხდომა შეეწყვიტა და შესვენება გამოეცხადებინა.
შეგახსენებთ, რომ დონეცკის საქალაქო სასამართლომ ნადეჟდა სავცენკო დამნაშავედ სცნო - უკრაინელ მფრინავს 2 რუსი ჟურნალისტის მკვლელობას და რუსეთის საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებოდნენ.
პროკურატურა უკრაინელი მფრინავისთვის 23 წლიან პატიმრობას ითხოვდა.