ჯონ კერი:   აშშ ბელგიელ ხალხთან ერთად დგას

ჯონ კერი: აშშ ბელგიელ ხალხთან ერთად დგას

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ბელგიელ ხალხს უთანაგრძნობს. როგორც კერის პრესმდივანმა განაცხადა, ჯონ კერი დიდი ყურადღებით აკვირდება სიტუაციას და თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებსა და დაზარალებულებს.

ამასთან, როგორც სახელმწიფოს მდივნის პრესსამსახურში ასევე განაცხადეს, უწყება დღეს გამოვიდა მოწოდებით, რომ ბელგიაში მყოფმა აშშ-ის მოქალაქეებმა საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებისგან თავი შეიკავონ და ხელისუფლების რეკომენდაციები დაიცვან.

"აშშ ბელგიელ ხალხთან ერთად დგას" , - ნათქვამია განხადებაში.