ტერორიზმის წინააღმდეგ ერთად დგომა და ერთად ბრძოლა თავისუფალი სამყაროს ერთადერთი არჩევანია, - ასე ეხმაურება საქართველოს თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი ბრიუსელში მომხდარ ტერორისტულ აქტებს.
"აბსოლუტურად შეძრული და შოკირებული ვარ ბრუსელში ტერაქტებით. დღეს ყველამ კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ ბოროტებას არ აქვს საზღვრები და ტერორიზმის წინააღმდეგ ერთად დგომა და ერთად ბრძოლა თავისუფალი სამყაროს ერთადერთი არჩევანია", - წერს თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელ Facebook-ში, საკუთარ გვერდზე.
ბრიუსელში მომხდარი ტერაქტების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 34-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რაოდენობამ კი 150-ს გადააჭარბა.