გიორგი კვირიკაშვილის მხრიდან

გიორგი კვირიკაშვილის მხრიდან "ესტონური მოდელის" შემოთავაზება მხოლოდ ბლეფი იყო

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატ ზურაბ მელიქიშვილის განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მხრიდან "ესტონური მოდელის" შემოთავაზება მხოლოდ ბლეფი იყო.

როგორც ზურაბ მელიქიშვილმა აღნიშნა, დღეს დამტკიცდა, რომ გიორგი კვირიკაშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნა მხოლოდ ფასადური ცვლილება იყო, "ესტონური მოდელის" საზოგადოებისთვის შეთავაზება კი მხოლოდ ბლეფი.

"ხელისუფლება ვერ ელევა დანამატებს, პრემიებს, ფუფუნებისთის გამოყოფილ თანხებს და უარს ამბობს ამ ცვლილების განხორციელებაზე იმ უსუსური მიზეზით, თითქოს ბიზნესი არ არის ამისთვის მზად. ეს ყველაფერი კეთდება შემცირებული ინვესტიციების, ექსპორტისა და ეკონომიკის ფონზე", - განაცხადა დეპუტატმა.

ზურაბ მელიქიშვილის კომენტარს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პრესსამსახური ავრცელებს.

მოგების გადასახადის რეფორმა 2017 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება, ხოლო საფინანსო სექტორზე 2019 წლის 1-ლი იანვრიდან გავრცელდება., - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა დღეს ბიზნესასოციაციებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ბიზნესთან კონსულტაციით მიღებულ იქნა საგადასახადო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების პროექტის საბოლოო ვერსია, რომელიც პარლამენტში გადაიგზავნება.