ბრიუსელის აეროპორტში მყოფი მგზავრები საევაკუაციო სარდაფში გადაიყვანეს

ბრიუსელის აეროპორტში მყოფი მგზავრები საევაკუაციო სარდაფში გადაიყვანეს

ბრიუსელის აეროპორტში მყოფი მგზავრები საევაკუაციო სარდაფში გადაიყვანეს, - ამის შესახებ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ჟურნალისტმა ქეთევან ქარდავამ განაცხადა, რომელიც აეროპორტში აფეთქების მომენტიდან იმყოფება.

ქარდავას თქმით, ამ დროისთვის აეროპორტში მყოფი მოქალაქეების ბარგი შეგროვილია და მოწმდება.

"ამ დრომდე ტერიტორია დაკეტილია და უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე აეროპორტის დატოვების უფლებას არ გვაძლევენ. შესაძლოა, გვიანობამდე მოგვიწიოს აქ ყოფნა. სატელეფონო კავშირი და ინტენეტის წვდომა შეზღუდულია. მიმდინარეობს ბარგის შემოწმება. დაარიგეს საკვები, გვაწვდიან ბოლო ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა ხდება", - განაცხადა ქეთევან ქარდავამ.

ამ დროის ინფორმაციით, ბრიუსელში ტერაქტების შედეგად, 26 ადამიანი დაიღუპა და 130-ზე მეტი დაშავდა.