ამ ტიპის ბრუტალური შეტევები არა მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგაა მიმართული, არამედ ცივილიზებულ, ევროპულ ღირებულებებზე შეტევაა", - ასე გამოეხმაურა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე დღეს ბრიუსელში მომხდარ რამდენიმე აფეთქებას.
"ამ შეტევას ერთადერთი პასუხი აქვს - ესაა უფრო მეტად მტკიცედ დგომა და იმ ღირებულებების დაცვა, რომელსაც ნებისმიერი ნორმალური ქვეყანა ემყარება, ამიტომ თანამედროვე სამყარო მტკიცედ უნდა იდგეს ყოველი შეტევის შემდეგ. ჩვენი როგორც საქართველოს არჩევანი არის ის, რომ ამ ცივილიზებული სამყაროს ნაწილი ვიყოთ. ჩვენც სხვებთან ერთად ვებრძოლოთ ტერორიზმს. შესაბამისად, ჩვენი სპეცსამსახურების მთავარი დავალება უნდა იყოს არა პოლიტიკოსების თვალთვალი, არამედ ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნვა", - განაცხადა ბაქარაძემ.
დავით ბაქრაძის კომენტარს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პრესსამსახური ავრცელებს.