იენს სტოლტენბერგი: ეს იყო ლაჩრული თავდასხმა

იენს სტოლტენბერგი: ეს იყო ლაჩრული თავდასხმა

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ბრიუსელში მომხდარი თავდასხმების გამო ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს და ბელგიის მოსახლეობას თანაგრძნობას უცხადებს.

"ჩემი ფიქრები მათთან არის, ვინც ახლობლები და საყვარელი ადამიანები დაკარგა, მათთან ვინც დაზარალდა და ასევე, ბელგიელ ხალხთან. ამ ტრაგიკულ დღეს ჩვენი ყველანი ჩვენს მოკავშირე ბელგიასთან ერთად ვართ. ეს არის ლაჩრული თავდასხმა, თავდასხმა ჩვენს ფასეულობებსა და ჩვენს ღია საზოგადოებაზე.

ტერორიზმი დემოკრატიას ვერ დაამარცხებს და თავისუფლებას ვერ წაგვართმევს", - ნათქვამია ნატო-ს გენერალური მდივანის განცხადებაში.