ბრიუსელის მეტროში მალბეკის სადგურზე მომხდარი თავდასხმის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა და 55 დაშავდა. ამ მონაცემებს ბრიუსელის მეტროს ოპერატორი კომპანია ავრცელებს.
მანამდე ბელგიის მთავარმა პროკურატურამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ბრიუსელში მომხდარი აფეთქებები ტერორისტული აქტები იყო.
ხელისუფლებას ჯერჯერობით არ გამოუქვეყნებია ინფორმაცია დაღუპულთა ზუსტი რაოდენობის შესახებ.