ტერორიზმისგან თავდაცვის ძლიერი მექანიზმი ჯერ კიდევ ვერ შეიქმნა

ტერორიზმისგან თავდაცვის ძლიერი მექანიზმი ჯერ კიდევ ვერ შეიქმნა

ტერორიზმისგან თავდაცვის ძლიერი მექანიზმი ჯერ კიდევ ვერ შეიქმნა, - აღნიშნული განაცხადებით ბრიუსელში მომხდარ ტერორისტულ აქტებს საპარლამენტო უმარავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე ეხმაურება.

დეპუტატი სპეციალურ განცხადებას Facebook-ით ავრცელებს, სადაც გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს და იმედს გამოთქვამს, რომ მსხვერპლი უკანასკნელი იქნება.

"დღეს, მსოფლიო მორიგი განსაცდელის წინაშე აღმოჩნდა. აფეთქება ევროპის შუაგულში - ამჯერად სამიზნე ბრიუსელი იყო. ისევ მსხვერპლი, დაიღუპნენ უდანაშაულო ადამიანები. მიუხედავად გატარებული ღონისძიებებისა, ტერორიზმისგან თავდაცვის ძლიერი მექანიზმი ჯერ კიდევ ვერ შეიქმნა. ყველა სახელმწიფო, საერთაშორისო ორგანიზაციები უნდა გავერთიანდეთ და თანამშრომლობის უპრეცენდენტო ღონისძიებები გამოვიყენოთ ტერორიზმის პრევენციისათვის", - აცხადებს ზვიად კვაჭანტირაძე.