ბრიუსელში ევროკომისიის შენობაზე ევროკავშირის დროშებია დაშვებული. შესაბამისი ფოტოსურათი სოციალური ქსელებით გავრცელდა.
დღეს ბელგიის მოსახლეობას სამძიმარი ევროკავშირის მაღალჩინოსნებმა, მათ შორის ევროპარლამენტის და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებმა გამოუცხადეს.
ბრიუსელში მომხდარი თავდასხმების გამო ევროკავშირის ყველა სტრუქტურაში დაგეგმილი შეხვედრა გაუქმდა.
ბრიუსელში მომხდარი ტერაქტების შედეგად დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია. სააგენტო AFP 21 დაღუპულზე ავრცელებს ინფორმაციას.