ბელგიის პრემიერ-მინისტრმა შარლ მიშელმა თავდასხმების შემდეგ პირველი პრესკონფერენცია გამართა და ბრიუსელში მომხდარ თავდასხმებს ქვეყნის ისტორიაში ტრაგიკული მომენტი უწოდა.
მისი განცხადებით, ბრიუსელის აეროპორტში მომხდარი თავდასხმა თვითკვლელმა ტერორისტმა განახორციელა.
მისივე თქმით, თავდასხმების შედეგად უამრავი ადამიანი დაიღუპა და დაშავდა.
შარლ მიშელმა დაადასტურა, რომ ბელგიაში უსაფრთხოების ზომებია გაძლიერებული, ხოლო საზღვრებზე დამატებითი სამხედრო ძალები განლაგდა.
ბრიუსელში მომხდარი ტერაქტების შედეგად დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია. სააგენტო AFP 21 დაღუპულზე ავრცელებს ინფორმაციას.