ბელგიის მთავარმა პროკურატურამ ბრიუსელში მომხდარ აფეთქებებს ტერაქტების კვალიფიკაცია მიანიჭა. ამის შესახებ ტელეკომპანია "ბიბისი" იტყობინება.
როგორც ბელგიის მთავარი პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, ბრიუსელის აეროპორტშიც და მეტროშიც მომხდარი თავდასხმები ტერორისტული აქტები იყო.
უწყების ცნობით, დაწყებულია გამოძიება.