პროქურთული პარტია ანკარას სამშვიდობო მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს

პროქურთული პარტია ანკარას სამშვიდობო მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს

პროქურთული სახალხო დემოკრატიული პარტიის თანათავმჯდომარე, სელაჰათინ დემირტაშის განცხადებით, პარტია ოფიციალურ ანკარას სამშვიდობო მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს.

აღნიშნულ ინფორმაციას გერმანული გამოცემა „Deutsche Welle“ ავრცელებს.

„ჩვენ მზად ვართ, გამოვიჩინოთ ინიციატივა და დავუბრუნდეთ მოლაპარაკების მაგიდას“, - აღნიშნა პარტიის თანათავმჯდომარემ.

ცნობისთვის, სირიელი ქურთების „დემოკრატიული პარტია“ თურქეთის ხელისუფლების მიერ, ისევე, როგორც „ქურთისტანის მუშათა პარტია“, ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული.