საქართველო უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს

საქართველო უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, ნინო გიორგობიანის ინფორმაციით, საზღვრებსა და აეროპორტებში უსაფრთხოების ზომებია გამკაცრებული.

მისი თქმით, ასევე, გამკაცრებულია კონტროლი ყველა სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტზე.

"გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები საზღვრებსა და აეროპორტებში. ასევე გამკაცრებულია კონტროლი ყველა სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტზე", - წერს გიორგობიანი.

ბელგიის პროკურატურის ოფიციალური ინფორმაციით, ბრიუსელის აეროპორტში, აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა.

სამართალდამცველთა შეფასებით, მომხდარს ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მიეცა.

თვითმხილველების თქმით, აფეთქებამდე ისმოდა სროლები და შეძახილები არაბულ ენაზე.

შეგახსენებთ, რომ ბრიუსელის აეროპორტში და მეტროსადგურებში მომხდარ აფეთქებებებს, 20-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 25 დაშავდა.

მედიის ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილება ბრიუსელის აეროპორტში, „American Airlines“-ის სარეგისტრაციო ადგილთან ამოქმედდა.

აფეთქებების სერიის გამო, ბრიუსელში, ყველა სახის სახმელეთო ტრანსპორტის ფუნქციონირება შეწყვეტილია.

ამასთან, ევროპის ქალაქები უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებენ.