ევროსაბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი ბრიუსელში მომხდარ თავდასხმებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელიც ევროსაბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
"შოკირებული ვარ დღეს დილით ზავენტემის აეროპორტსა და ბრიუსელის ევროპულ რაიონში მომხდარი აფეთქებებით, რასაც რამდენიმე უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სხვა ბევრი კი დაშავდა. თანაგრძნობას ვუცხადებ დაღუპულთა ნათესავებსა და მეგობრებს", - ნათქვამია ტუსკსი განცხადებაში.
დონალდ ტუსკის თქმით, ევროკავშირი ყველაფერს გააკეთებს, რათა დაეხმაროს ბრიუსელს, ბელგიასა და მთელ ევროპას წინააღმდეგობა გაუწიოს ტერორისტულ საფრთხეს.