ბელგიის არმია სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი

ბელგიის არმია სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი

ბელგიის არმია სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი. როგორც ბელგიური ტელეკომპანია RTBF იტყობინება, შესაბამისი გადაწყვეტილება ხელისუფლებამ ბრიუსელში მომხდარი თავდასხმების შემდეგ მიიღო.

გარდა ამისა, მთელი ქვეყნის მასშტაბით ტერორისტული საფრთხის უმაღლესი დონეა გამოცხადებული.

RTBF-ის ცნობით, უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია აეროპორტებში, ანტვერპენის პორტსა და ბელგიის ატომურ ელექტროსადგურებზე.

ამ დროისთვის ბრიუსელში შეწყდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, ზავენტემის აეროპორტი დაიხურა და პოლიციის კონტროლის ქვეშაა, დაიხურა ბრიუსელის მეტრო და რკინიგზა, მუშაობა შეწყვიტეს ასევე ბრიუსელის მუზეუმებმა.