ბელგიის მთავარმა პროკურორმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ბრიუსელის ზავენტემის აეროპორტში თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა თავი.
ამის შესახებ ბელგიური ტელეკომპანია RTBF იტყობინება.
ბელგიური საინფორმაციო სააგენტო "ბელგა" მანამდე წერდა, რომ აფეთქებამდე ცოტა ხნით ადრე ბრიუსელის აეროპორტში ისმოდა სროლა და შეძახილები არაბულ ენაზე.
ბელგიის პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ უწყება სწავლობს შესაძლო კავშირს ბრიუსელის აეროპორტსა და მეტროში მომხდარ აფეთქებებს შორის.