არაოფიციალური ინფორმაციით, ბრიუსელში თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 23-მდე გაიზარდა. როგორც გამოცემა "ტელეგრაფი" წერს, ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.
პრესის ცნობით, 10 ადამიანი ბრიუსელის მეტროში მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა, თუმცა უცნობია, თუ კონკრეტულად რომელ სადგურზეა საუბარი, რადგან აფეთქებები დღეს მალბეკისა და შუმანის მეტროსადგურებზე მოხდა.
ბრიუსელში ამჟამად ტერორისტული საფრთხის უმაღლესი დონეა გამოცხადებული.
ბოლო მონაცემებით, ორი აფეთქება ბრიუსელის ზავენტემის აეროპორტში, კიდევ ორი კი ბრიუსელის მეტროში მოხდა.