ევროკავშირის ინსტიტუტებმა ყველა შეხვედრა გააუქმეს, ევროპული სტრუქტურების ყველა შენობასთან წვდომა შეზღუდულია. ამის შესახებ ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა კრისტალინა გეიორგიევამ განაცხადა.
მისი ცნობით, ევროკავშირის ინსტიტუტების შენობებში შესვლა მხოლოდ თანამშრომლებისთვის არის ნებადართული.
გარდა ამისა, ევროკომისიამ ბრიუსელის მაცხოვრებლებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.
შესაბამისი განცხადება ევროკომისიის "ტვიტერის" ოფიციალურ მიკრობლოგში გავრცელდა.
"ევროკავშირის ინსტიტუტები ერთობლივად მუშაობენ პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის" , - ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.
ბოლო მონაცემებით, ბრიუსელის აეროპორტში აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ბრიუსელში ტერორისტული საფრთხის უმაღლესი დონე გამოცხადდა.