ბრიუსელში მყოფი ქართველი დეპუტატები უსაფრთხოდ არიან

ბრიუსელში მყოფი ქართველი დეპუტატები უსაფრთხოდ არიან

ბრიუსელში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაზე მყოფი საქართველოს პარლამენტის წევრები და აპარატის თანამშრომლები უსაფრთხოდ არიან.

როგორც პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან ბერძენიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პარლამენტის დელეგაციის წევრები ახლოს არიან მეტროსადგურთან, სადაც აფეთქება მოხდა.

"პარლამენტის წევრები იმყოფებიან ბრიუსელში, ჩემი აპარატიდანაც არიან წასულები. მათ არანაირი საფრთხე არ ემქურებათ, მაგრამ ისინი ძალიან ახლოს იმყოფებიან იმ ადგილთან, სადაც მეტროში აფეთქება მოხდა. ჩვენი წარმომადგენლები არ დაშავებულან და მათთან დაკავშირებით ინციდენტს ადგილი არ ჰქონია", – განუცხადა ჟურნალისტებს ლევან ბერძენიშვილმა.

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე იმყოფებიან ვიქტორ დოლიძე, ფრიდონ საყვარელიძე, გია ჟორჟოლიანი, გიორგი ჟვანია, ანი მიროტაძე, გიორგი ვოლსკი, ეკა ბესელია, გუგული მაღრაძე, დავით დარჩიაშვილი, ჩიორა თაქთაქიშვილი, ლევან თარხნიშვილი, გიორგი კანდელაკი, თინათინ ბოკუჩავა. მათთან ერთად არიან პარლამენტის აპარატის თანამშრომლები.