დევიდ ქემერონი: ბრიუსელში მომხდარი მოვლენებით შოკირებული ვარ

დევიდ ქემერონი: ბრიუსელში მომხდარი მოვლენებით შოკირებული ვარ

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ ქემერონი ბრიუსელის აეროპორტში მომხდარ აფეთქებებს ეხმიანება. "ბრიუსელში მომხდარი მოვლენებით შოკირებული და შეშფოთებული ვარ. დასახმარებლად ყველაფერს გავაკეთებთ რაც შეგვიძლია", - წერს დევიდ ქემერონი ტვიტერის საკუთარ მიკრობლოგში.

ბოლო მონაცემებით, ბრიუსელის აეროპორტში მომხდარი აფეთქებების შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, 35 კი დაშავდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, აფეთქებები თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა.