ბრიუსელის აეროპორტში მომხდარი აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა

ბრიუსელის აეროპორტში მომხდარი აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა

ბელგიური მედიის ცნობით, ბრიუსელის აეროპორტში მომხდარი აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 13-მდე, დაშავებულთა კი 35-მდე გაიზარდა.

ამის შესახებ ბელგიური ტელეკომპანია VRT იტყობინება.

ტელეკომპანიის ცნობით, ბრიუსელის აეროპორტში აფეთქებები თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა.