კიდევ ერთი აფეთქება მოხდა ბრიუსელის მეტროს ერთ-ერთ სადგურში. როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, აფეთქება შუმანის სადგურში განხორციელდა, რომელიც ევროკომისის და ევროკავშირის საბჭოს შენობების ახლოს მდებარეობს. შემთხვევის შემდეგ მგზავრთა ევაკუაცია მიმდინარეობს.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფეთქება ბრიუსელის მალბეკის სადგურზე მოხდა, რის შემდეგადაც ბრიუსელის მეტრო დაიხურა.
ეს ბრიუსელში დღეს მომხდარი რიგით მეოთხე აფეთქებაა. ორი მათგანი აეროპორტში განხორციელდა.