ბელგიაში ტერორისტული საფრთხის უმაღლესი დონე გამოაცხადეს. ამის შესახებ სააგენტო AFP იტყობინება. ბელგიის პრემიერ-მინისტრმა შარლ მიშელმა პირველი განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ხელისუფლება დიდი ყურადღებით აკვირდება სიტუაციას.
ბრიუსელის აეროპორტში ორი აფეთქება მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, დაიღუპა რამდენიმე ადამიანი. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია მეტროში აფეთქების შესახებაც.