ბრიუსელის აეროპორტში სანამ აფეთქებები მოხდებოდა, სროლის ხმა და არაბულ ენაზე შეძახილები ისმოდა. ამის შესახებ ბელგიური საინფორმაციო სააგენტო "ბელგა" იტყობინება.
თავის მხრივ, ტელეკომპანია "სქაი ნიუსის" კორესპონდენტი ალექს როსი, რომელიც აფეთქების მომენტში აეროპორტში იმყოფებოდა, იტყობინება, რომ ადგილზე ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ბრიუსელის აეროპორტში მომხდარი აფეთქებები ტერორისტული აქტები იყო.
ბელგიის ხელისუფლებას მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებია.