ბელგიის პრემიერ-მინისტრი ამ წუთებში საგანგებო სხდომას ატარებს, რომელიც ბრიუსელის აეროპორტში მომხდარ აფეთქებებს უკავშირდება.
ამის შესახებ ადგილობრივი ტელეკომპანია RTBF იტყობინება.
როგორც მედია წერს, ზავენტემის აეროპორტში მომხდარ აფეთქებებს სავარაუდოდ, 11 ადამიანამდე ემსხვერპლა, თუმცა ხელისუფლებას ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არ დაუდასტურებია.