თვითმხილველი ჟურნალისტის ინფორმაციით, ბრიუსელის აეროპორტში ჩანთა აფეთქდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის, ქეთევან ქარდავას ინფორმაციით, ბრიუსელის აეროპორტში ჩანთა აფეთქდა. ამის შესახებ ქარდავამ, რომელიც აფეთქების მომენტში აეროპორტში იმყოფებოდა, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში ჩართვისას განაცხადა.
მისი თქმით, პარიზის ტერაქტის შემდეგ ბრიუსელის აეროპორტში ჯარისკაცები პატრულირებენ, თუმცა მათ საეჭვო არაფერი შეუნიშნავთ.
"მაგრამ როდესაც მე გავიხედე ბილეთების პუნქტის წინ, რაღაც აფეთქდა. იყო რაღაც ჩანთა, რომელიც აფეთქდა და შემდეგ გაიტანეს. ადამიანები ძირითადად დაშავდნენ იმ ნამსხვრევებით, რომლებიც აეროპორტის სახურავიდან ცვიოდა", - განაცხადა ქარდავამ.
მისივე თქმით, ამ დროისთვის მგზავრები გადაყვანილები არიან ასფრენ ბილიკზე, საიდანაც ავტობუსებით მოხდება მათი გაყვანა მას შემდეგ, რაც საფრთხე მოიხსნება.
"გვაფრთხილებენ, რომ საფრთხე მოხსნილი არ არის და ნებისმიერ წუთს უნდა ვიყოთ მზად განმეორებითი აფეთქებისთვის", - აღნიშნა ქეთევან ქარდავამ.