დაუზუსტებელი ინფორმაციით, ბრიუსელში აფეთქებების შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა

დაუზუსტებელი ინფორმაციით, ბრიუსელში აფეთქებების შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა

ბრიუსელის აეროპორტში მომხდარი აფეთქებების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა და დაშავდა. როგორც "ბიბისი" იტყობინება, ამის შესახებ ბელგიის სახანძრო სამსახურმა ადგილობრივ მედიას განუცხადა.

წამყვანი მედიასაშუალებები დაღუპულთა რაოდენობის შესახებ სხვადასხვა მონაცემებს ავრცელებენ. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ბრიუსელში აფეთქებების შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა.

ბრიუსელის ზავენტემის აეროპორტში ორი ძლიერი აფეთქება ცოტა ხნის წინ მოხდა. აეროპორტიდან ადამიანების ევაკუაცია განხორციელდა.