ბელგიური ტელეკომპანია RTBF ავრცელებს ინფორმაციას, რომ ბრიუსელის აეროპორტში დაშავებული ადამიანები იმყოფებიან, რომელთა შორის ზოგიერთი უგონო მდგომარეობაშია.
"ბიბისი" კი წერს, რომ შემთხვევის ადგილიდან ვრცელდება დაუდასტურებელი ინფორმაცია დაღუპულთა შესახებ.
რამდენიმე წუთის წინ ბრიუსელის აეროპორტში ორი აფეთქება მოხდა. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა სახის აფეთქებებზეა საუბარი.
სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ფიტო და ვიდეომასალებში ჩანს, როგორ გარბიან ადამიანები აეროპორტიდან.
ბელგიური მედიის ცნობით, ზავენტემის აეროპორტი ევაკუირებულია, შეწყდა ფრენა.
სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხალხი პანკიაშია.
"ბიბისი" აღნიშნავს, რომ აფეთქებები მას შემდეგ მოხდა, რაც ოთხი დღით ადრე ბრიუსელში პარიზის ტერაქტების ორგანიზებაში ეჭვმიტანილი სალაჰ აბდესლამი დააკავეს.