"მრეწველები" საგარეჯოს არჩევნებთან დაკავშირებით პროკურატურის დასკვნაზე კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ

საგარეჯოს შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე "მრეწველები" კომენტარის გაკეთებისგან ამ ეტაპზე თავს იკავებენ. ისინი პროკურატურისგან სრული ინფორმაციის მიღებას და მის გაცნობას ელოდებიან.

"ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ ვაკეთებთ. კომენტარს მხოლოდ მას შემდეგ გავაკეთებთ, რაც ყველაფერი დეტალურად იქნება გარკვეული და როცა მივიღებთ დასკვნას პროკურატურისგან", - აცხადებს "მრეწველთა" ერთ-ერთი ლიდერი დეპუტატი ზურაბ ტყემალაძე.

როგორც ცნობილია, მთავარმა პროკურატურამ საგარეჯოში ჩატარებული შუალედური საპარლამენტო არჩევნების დროს სხვადასხვა საჯარო მოხელის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე გამოძიება დაასრულა. უწყების ინფორმაციით, შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტი არ დადასტურდა.