ჟურნალისტ გიორგი ღონღაძეს დღეს დაკრძალავენ

ჟურნალისტ გიორგი ღონღაძეს დღეს დაკრძალავენ

ჟურნალისტ გიორგი ღონღაძეს მკვლელობიდან 16 წლის შემდეგ, დღეს დაკრძალავენ. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ჟურნალისტის ქვრივის ადვოკატ ვალენტინა ტალიჩენკოზე დაყრდნობით ავრცელებს. ტალიჩენკოს ინფორმაციით, ღონღაძეს კიევში, ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ეკლესიის ტერიტორიაზე დაკრძალავენ. სამოქალაქო პანაშვილი 12:00 საათიდან გაიმართება.

ჟურნალისტი გიორგი ღონღაძე 2000 წელს მოკლეს. 2008 წლის 15 მარტს კიევის სასამართლომ ღონღაძის მკლელობაში დამნაშავედ ცნო უკრაინის შს სამინისტროს 3 ყოფილი თანამშრომელი – ვალერი კოსტენკო, ნიკოლაი პროტასოვი და ალექსანდრე პოპოვიჩი, რომელთაც 12-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ. 2013 წლის იანვარში სასამართლომ ასევე უვადო პატიმრობა მიუსაჯა უკრაინის შს სამინისტროს შიდა დეპარტამენტის ყოფილ უფროს ალექსეი პუკაჩს. ამასთან, ღონღაძის ოჯახი დღემდე მიიჩნევს, რომ მკვლელობის ნამდვილი შემკვეთები თავისუფლები არიან.

მთელი ამ დროის განმავლობაში გიორგი ღონღაძის ცხედარი კიევის ცენტრალურ მორგში იყო დასვენებული.