ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" მტკიცებით, ერაყის პროვინცია ანბარში ტერორისტული აქტი წარმოშობით ბრიტანელმა თვითმკვლელმა განახორციელა.
როგორც "ბიბისი" იტყობინება, ტერორისტი "ისლამურ სახელმწიფოში" გაწევრიანების შემდეგ ატარებდა სახელს აბუ მუსა ალ-ბრიტანი.
ისლამისტების ცნობით, ბრიტანელი თვითმკვლელი დანაღმული ავტომობილით ერაყელი სამხედროების ავტოკოლონას შეეჯახა, რის შედეგადაც სულ მცირე 30 სამხედრო დაიღუპა. ერაყის არმიაში ამ დანაკარგს უარყოფენ.
როგორც ბიბისი წერს, მანამდე "ისლამურმა სახელმწიფომ" განაცხადა, რომ პროვინცია ანბარში ბოლო პერიოდში განხორციელებული თავდასხმები განახორციელეს თვითმკვლელმა ტერორისტებმა საფრანგეთიდან, თურქეთიდან და იორდანიიდან.