დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ აშშ-მ ნატო-სთვის განკუთვნილი ხარჯები უნდა შეამციროს პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ აშშ-მ ნატო-სთვის განკუთვნილი ხარჯები უნდა შეამციროს.
როგორც "ბიბისი" იტყობინება, ტრამპმა განაცხადა, რომ ნატო აშშ-ს ძვირი უჯდება, გარდა ამისა ჩრდილოატლანტიკური ალიანსი არაეფექტურია, აშშ-ის ევროპელი მოკავშირეები კი საკმარის ნაბიჯებს არ დგამენ და ამის ნათელი მაგალითი რუსეთ-უკრაინის კონფლიქტია.
"ნატო უნდა შევინარჩუნოთ, მაგრამ ალბათ ნაკლები გადავიხადოთ მის მხარდასაჭერად", - განაცხადა ტრამპმა.