ამერიკელი ბლოგერები საქართველოს, ქართული კულტურის, კულინარიისა და ღვინოს შესახებ სტატიებს ამზადებენ.
პოპულარული ამერიკული სამოგზაურო ბლოგის “Travel the World” ავტორები - Katherine Belarmino და Romeo Belarmino საქართველოს საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით ეწვივნენ.
პრესტურის ფარგლებში ბლოგერებმა საქართველოს სხვადახვა კუთხეები მოინახულეს და გაეცნენ ტურისტულ პოტენციალს. ბლოგერებმა თბილისის, ყაზბეგის, ბორჯომის, ქუთაისი, გელათის, წყალტუბოს, მცხეთის, სიღნაღისა და ყვარლის ღირსშესანიშნაობებ დაათვალიერეს.
მოწვეული ბლოგერები საკუთარი ინტერნეტგვერდისა და სოციალური ქსელების გარდა, სტატიებს სამოგზაურო ვებ-გვერდებზე johnnyjet.com-ში გამოაქვეყნებენ. ბლოგერები სტატიების დიდ ნაწილს ქართული კერძებისა და ღვინის მომზადების წესებს დაუთმობენ.
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქარველოში იანვარ-თებერვალში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13.2%-ით გაიზარდა.