სერბეთის დედაქალაქში უცნობმა მამაკაცმა თავი აიფეთქა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მამაკაცი საცხობში შევიდა, იქ მყოფებს გარეთ გასვლა სთხოვა, შემდეგ კი ასაფეთქებელი მოწყობილობა ააფეთქა.
"ბიბისი" აღნიშნავს, რომ საცხობი სერბეთის კულტურის ყოფილ მინისტრს ბრატისლავ პეტკოვიჩს ეკუთვნის.
თვითმკვლელის მოტივები ჯერჯერობით უცნობია.