რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის შეფასებით, რუსეთთან დიალოგი საქართველოს დასავლური მისწრაფებების მიღწევის მნიშვნელოვანი ნაწილია.
აბაშიძე, რუსეთთან დაძაბულობის შემცირებას, შიდა პოლიტიკური სტაბილურობის გარანტად აფასებს.
"ამ დაძაბულობის შემცირება ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობის ზრდის ფაქტორადაც იქცა. რუსეთთან დანა-სისხლად გადამტერებულ ქვეყანაში უცხოელი ინვესტორი ან ტურისტი არ ჩამოვა. ეს რელობაა. რუსეთთან დიალოგმა საშუალება მოგვცა, წარმატებით გვევლო ევროინტეგრაციის გზაზე. მალე მივიღებთ ვიზალიბერალიზაციას. რუსეთთან დიალოგი ამ მიღწევების მნიშვნელოვანი ნაწილია. ასე ხედავენ ამას ჩვენი დასავლელი პარტნიორები",- განაცხადა აბაშიძემ.
დღეს გამართულ ბრიფინგზე, ზურაბ აბაშიძემ პრაღის ფორმატის მნიშვნელობასა და მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა.