უკრაინის პირველი ლედი მარინა პოროშენკო აშშ-ის პირველ ლედის მიშელ ობამას მიმართავს და სთხოვს, შეუერთდეს რუსეთში დაპატიმრებული უკრაინელების გათავისუფლების კამპანიას.
როგორც მარინა პოროშენკო თავის წერილში აღნიშნავს, ის იმედოვნებს, რომ მიშეილ ობამა შეუერთდება ნადეჟდა სავჩენკოს გათავისუფლებისკენ მიმართულ საერთაშორისო კამპანიას.
როგორც უკრაინული მედია იტყობინება, წერილში აღნიშნულია, რომ 34 წლის უკარაინელი მფრინავი ამერიკელ სამხედროებთან ერთად ერაყში დემოკრატიისთვის იბრძოდა.
როგორც დღეს გახდა ცნობილი, რუსეთის დონეცკის სასამართლომ ნადეჟდა სავჩენკო რუსი ჟურნალისტებისა და რუსეთის საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დამნაშავედ ცნო. რუსული მედია აღნიშნავს, რომ ნადეჟდა სავჩენკოს 25 წლამდე პატიმრობა ემუქრება.