ერაყელი სამხედროების განცხადებით, ქალაქ ელ-რამადისთან თარხან ბათირაშვილის, მეტსახელად უმარ ალ-შიშანის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ერაყული ტელეკომპანია "ალსუმარია" იუწყება.
როგორც ტელეკომპანიას ერთ-ერთმა სამხედრო მაღალჩინოსანმა განუცხადა, სამხედროები ერ-რამადის სიახლოვეს ოპერაციას ატარებდნენ, როცა "ისლამური სახელმწიფოს" 10 წევრის ცხედარს მიაგნეს.
მისი მტკიცებით, ერთ-ერთი სწორედ თარხან ბათირაშვილია.
მანამდე, პენტაგონმა განაცხადა, რომ უმარ ალ-შიშანი სირიაში ავიადარტყმის შედეგად დაიღუპა.
როგორც ცნობილია, ამერიკის სახაზინო დეპარტამენტს თარხან ბათირაშვილი ტერორისტების სიაში ჰყავდა შეყვანილი. მის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ 5 მილიონი დოლარი იყო დაწესებული.