ჯორჯიის შტატის პარლამენტმა მხარი დაუწირა კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, მღვდელს უფლება აქვს უარი თქვას ერთსქესიანთა ქორწინების რეგისტრაციაზე, თუ ეს მის შეხედულებებს ეწინააღმდეგება.
შტატის პარლამენტის ორივე პალატამ ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა წარდგენილ დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც მღვდელს უფლება ექნება არ დაარეგისტრიროს სექსუალური უმცირესობების წარმომადგენელთა ქორწინება, თუ თვლის, რომ აღნიშნული ქმედება მის რელიგიურ მრწამსს ეწინააღმდეგება.
კანონპროექტის ავტორების - „რესპუბლიკელების“ მოსაზრებით, კანონი უპირველესად იმ მღვდლების ინტერესების დასაცავად შეიქმნა, რომლებიც საკუთარ თავს „კონსერვატორ ქრისტიანებს“ უწოდებენ.
ამასთან, როგორც ცნობილია, ინიცირებული კანონპროექტი ყველა ორგანიზაციასა და მის თანამშრომელზე ვრცელდება.
აშშ-ის სექსუალური უმცირესობების დაცვის ორგანიზაციამ - „Human Rights Campaign“ „რესპუბლიკელების“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს დისკრედიტაციული უწოდა.
კანონპროექტის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ კანონის მიღების შემთხვევაში, ექიმებმაც კი, სრულიად კანონიერად, შეუძლიათ უარი განაცხადონ ლგბტ თემის წარმომადგენლებისთვის სამედიცინო დახმარების გაწევაზე.