"რუსეთთან დიალოგი კატეგორიულად აუცილებელია"

თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის შეფასებით, რუსეთთან დიალოგი პრინციპულად მნიშვნელოვანი და კატეგორიულად აუცილებელია.

მინისტრის განცხადებით, რუსეთთან დიალოგია ერთადერთი შესაძლებლობა, რომ ქვეყანა უსასფრთხოდ და მშვიდობიანად შენარჩუნდეს.

"ვფიქრობ, რომ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს და ყოველთვის უნდა ვილაპარაკოთ იმის მიუხედავად, რამდენად მძიმეც არ უნდა იყოს. გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, მაშინ ილაპარაკო, როდესაც ვითარება მძიმეა, ვიდრე მაშინ, როდესაც მხოლოდ მეგობრებთან გაქვს საქმე. ამიტომ, დიალოგი არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, კატეგორიულად აუცილებელი და ერთადერთი შესაძლებლობა იმისათვის, რომ ქვეყანა შევინარჩუნოთ უსაფრთხოდ და მშვიდობიანად", - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

ცნობისთვის პრეზედენტი აბაშიძე-კარასინის შეხვედრების ფორმატს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ თუ აღნიშნულ შეხვედრებზე პოლიტიკური თემები განიხილება, ქართულ მხარეს უნდა წარმოადგენდეს ისეთი დიპლომატი, რომელიც კარასინს ადეკვატურ პასუხს გასცემს. მისი თმით, მას რომ ჰყავდეს თავისი წარმომადგენელი, ის სხვა ტიპის პასუხს გასცემდა და სხვა ტიპის გზავნილს მიიტანდა კარასინამდე.