საპარლამენტო უმრავლესობის წევრ თამაზ მეჭიაურის განცხადებით, აბაშიძე-კარასინის ფორმატი შესაძლოა, გაფართოვდეს.
მისი თქმით, დიპლომატს თავისი განსაზღვრული მანდატი გააჩნია.
დეპუტატი დარწმუნებულია, რომ აბაშიძე თავისი მანდატის ფარგლებში კარასინს სათანადო პასუხსაც სცემს და ყველა იმ ქმედებას ახორციელებს, რომელიც ქვეყნის ინტერესებით არის განპირობებული.
„არ მგონია, პარალელური სტრუქტურების შექმნის აუცილებლობა არსებობდეს და ვერც აბაშიძის ჩანაცვლების აუცილებლობას ვხედავ. აბაშიძე უმაღლესი დონის დიპლომატია და ძალიან კარგად ესმის ის საქმე, რაც აქვს დავალებული. ასე რომ, ვერ გეტყვით რა იგულისხმა პრეზიდენტმა, ან რაში უნდა იყოს უფრო მეტად განსწავლული მისი წამომადგენელი.
რაც შეეხება ფორმატს, ეს ფორმატი უნდა გაგრძელდეს, ის შესაძლებელია კიდევ უფრო დაიხვეწოს, უფრო მეტად გაფართოვდეს, რაც იმის შესაძლებლობას მისცემს ამ ფორმატს, რომ პოლიტიკური განცხადებებიც გააკთედს და ა.შ. ამაში პრობლემას ვერ ვხედავ“, - აღნიშნა "პირWელთან“ საუბრისას თამაზ მეჭიაურმა.
ცნობისთვის პრეზედენტი აბაშიძე-კარასინის შეხვედრების ფორმატს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ თუ აღნიშნულ შეხვედრებზე პოლიტიკური თემები განიხილება, ქართულ მხარეს უნდა წარმოადგენდეს ისეთი დიპლომატი, რომელიც კარასინს ადეკვატურ პასუხს გასცემს. მისი თმით, მას რომ ჰყავდეს თავისი წარმომადგენელი, ის სხვა ტიპის პასუხს გასცემდა და სხვა ტიპის გზავნილს მიიტანდა კარასინამდე.