პრემიერ-მინისტრმა მარნეულის მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა პრემიერ-მინისტრმა მარნეულის მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა. მთავრობის მეთაურმა ადგილობრივებს სიტყვით მიმართა და ნოვრუზ ბაირამის დადგომა აზერბაიჯანულ ენაზე მიულოცა.
"ჩვენო თანამოქალაქენო, გილოცავთ ამ უდიდეს დღესასწაულს. გილოცავთ ახალი წლის დადგომას, გაზაფხულის შემოსვლას; გილოცავთ განახლების, სიყვარულის, სიხარულის დღესასწაულს. ჩვენ ერთად ვაშენებთ ჩვენს ქვეყანას. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი რამ საერთო, ის, რაც გვაერთიანებს. ეს არის ჩვენი საერთო სამშობლოს უკეთესი მომავლის შენება. ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ გვყავს ამდენი პატრიოტი ჩვენს ქვეყანაში. დღეს ჩვენ ვნახეთ გაღიმებული სახეები, ამაღლებული განწყობა, მომავლის იმედი და ჩვენი ყველას ერთად მოვალეობაა, რომ ავაშენოთ უკეთესი ქვეყანა, უკეთესი მომავალი. ჩვენ გვაქვს ერთი სამშობლო, ჩვენ გვაქვს ერთი აწმყო და ჩვენ ერთი ნათელი უკეთესი მომავალი უნდა ავაშენოთ. გისურვებთ დღეგრძელობას, ჯანმრთელობას. დაე, მუსიკა, ცეკვა, მხიარულება დიდხანს გრძელდებოდეს თქვენს ოჯახებში", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა, რომელიც მარნეულში იმყოფება.