ციხისძირის ყოფილი სანერგე მეურნეობიდან ასწლოვანი ხის გადატანის სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, კომპანია "ზიმოს" წარმომადგენლებმა ხე სპეციალურ პლატფორმაზე განათავსეს, შემდეგ კი ზღვის პირამდე მიიტანეს.
ხეს ზღვის გავლით გურიაში დენდროლოგიურ პარკში გადარგავენ.