დიდ ბრიტანეთში, ლონდონის პოლიციამ და სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფმა მიიღო ბრძანება, ლონდონის ქუჩებში შესაძლო ტერორისტული თავდასმებისთვის მზადების შესახებ.
გამოცემა „The Sunday Times“ ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ხელისუფლება შიშობს, რომ სირიელი ტერორისტები ლონდონში პარიზის ტერაქტების სერიის მსგავსად, ათობით ტერორისტულ აქტს განახორციელებენ.
პოლიციისა და სპეციალურ ქვედანაყოფებთან ერთად, ლონდონის ქუჩებში სამხედრო დანაყოფებიც სრულ მზადყოფნაშია. ისინი ლონდონის სიახლოვეს არიან განლაგებულნი.